LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: ნატა მურვანიძე: „19 წლის ასაკშიც მზად ვიყავი დედობისთვის, რადგან ძალიან მინდოდა შვილი… გათხოვებაზე არ ვოცნებობდი, შვილზე ვოცნებობდი…“

328
ნატა მურვანიძე

ანა ტყებუჩავას გადაცემაში, „მეხუთე ელემენტი“ მსახიობი ნატა მურვანიძე საუბრობს დედობის ტკბილ შეგრძნებაზე, რომელიც ორჯერ განიცადა:

„იმხელა სხვაობაა ჩემს შვილებს შორის, რომ ორჯერ პირველად ვიყავი დედა. სკოლაში რომ წავიყვანე, პირდაპირ შვილიშვილი გამიჩნდა-მეთქი, ვამბობდი, რადგან დათა უკვე დიდი იყო. ორივეჯერ პირველი შეგრძნება იყო. მიუხედავად ასაკისა, 19 წლის შენც ბავშვი ხარ, არ ვიცი, მზად ვიყავი ამისთვის, თუ სულ ძალიან მინდოდა შვილი… სახლში ჩემთან აღმერთებენ ორსულ ქალებს და ბავშვებს, ქუჩაში ორსულს რომ ვხედავ, არ მერიდება და მივდივარ მასთან. ველოდი, რომ ეს იყო ყველაზე მთავარი, რაც უნდა მომხდარიყო, 19 წლის ასაკშიც ისევე ველოდი, როგორც 32 წლის ასაკში. გათხოვებაზე ხომ ოცნებობენ, მე არასდროს მიფიქრია გათხოვების შემდეგ რომ შეიძლება მყოლოდა შვილი…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g