„ევროპის სახალხო პარტია“ სოციალურ ქსელ „ტვიტერზე“ საქართველოს შესახებ განცხადებას აქვეყნებს, რომელშიც ნათქვამია, რომ მმართველი პარტიის ქმედებები ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებას ეწინააღმდეგება.
„შეშფოთებული ვართ „ქართული ოცნების“ პარტიის მცდელობით, თავს დაესხას ქვეყნის დემოკრატიულ ღირებულებებს.
ეს ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებას”, – ვკითხულობთ ტექსტში.
„ევროპის სახალხო პარტიის“ „ტვიტერის“ გვერდზე გამოქვეყნებულია ევროპარლამენტარ მირიამ ლექსმანის განცხადებაც.
„საქართველოს მმართველმა პარტიამ დაამტკიცა, რომ ის არის ერთადერთი „რადიკალური ძალა“ და „ტყუილის მანქანა“, – აცხადებს ევროპარლამენტარი მირიამ ლექსმანი.
„სააკაშვილის სიცოცხლის გარეშე EU-ში წევრობაზე პროგრესი შეუძლებელი იქნება” – სერგეი ლაგოდინსკი
„ქედს ვიხრი ქართველების სიმამაცის წინაშე, რომლებიც წინ აღუდგნენ რუსულ კანონს” – ანა ფოტიგა
„საქართველოს ევროკავშირის გზაზე არაერთი პრობლემაა, ერთ-ერთის სახელი ბიძინა ივანიშვილია” – კუბილიუსი
🇬🇪 We are concerned about the Georgian Dream Party's attempted attack on the country's democratic values.
It was contrary to the European aspirations of the people!
“The ruling party proved to be the only ‘radical force’ and the ‘machine of lies’ in #Georgia”, says @MiriamMLex. pic.twitter.com/StLfjzIp3Q
— EPP Group (@EPPGroup) March 14, 2023