წარმატებული ქართველი მომღერალი, ნუცა ბუზალაძე, რომელმაც ბოლო პერიოდში საზოგადოებას American Idol-ის კასტინგზე, შესანიშნავი გამოსვლით დაამახსოვრა თავი და მომდევნო ტურში გადასვლით აღაფრთოვანა გულშემატკივრები, ვალერი მელაძესთან ერთად ამღერდა.
„თბილისო, მზის და ვარდების მხარეო“ – სწორედ ამ სიმღერის შესრულების ფრაგმენტს ავრცელებს საკუთარ ინსტაგრამ გვერდზე ნუცა ბუზალაძე.
ცნობისთვის, რუსეთის მოქალაქე ვალერი მელაძე არ აღმოჩნდა უკრაინაში რუსეთის შეჭრის მხარდამჭერთა შორის, რის გამოც კრემლისთვის არასასურველთა „შავ სიაში“ შეიყვანეს.
უკრაინის მხარდამჭერი სიტყვების გამო რუსეთში გამოწვეულ აღშფოთებას ვალერი მელაძემ საკუთარ ოფიციალურ „ინსტაგრამ“ გვერდზე უპასუხა.
მოქალაქეობა და ტიტულები უნდა ჩამოერთვას – რატომ დაუპირისპირდნენ ვალერი მელაძეს რუსეთში