LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოქალაქეობა და ტიტულები უნდა ჩამოერთვას – რატომ დაუპირისპირდნენ ვალერი მელაძეს რუსეთში

168
საქართველოს შემოსავალი სატრანსპორტო მომსახურებიდან 2022 წელს - 2023-01-03T190459.560

რუსეთში წარმოშობით ქართველი ვალერი მელაძისთვის მოქალაქეობისა და წოდებების ჩამორთმევას ითხოვენ. მიზეზი სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეოა, რომელშიც ისმის, რომ მელაძე სიტყვებს – “Слава Україні!”, პასუხობს – “Героям слава!”.

ვიდეოს დუმის ზედა პალატის, ფედერაციის საბჭოს წევრი, ელენა აფანასიევი  გამოეხმაურა:

„პირუტყვობა, სიმახინჯე, მოღალატეობა! ამისთვის მელაძეს არა ტიტულები, არამედ რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობა უნდა ჩამოეთვას!“.

“მისი ქცევა გაკიცხვას იმსახურებს. ნამდვილ რუს არტისტს ასე არ შეუძლია მოქცევა და არ უნდა იქცეოდეს. ის ორ სკამზე ზის და ცდილობს, ყველა მხარეს იყოს. თუმცა, მისი ქცევის გათვალისწინებით, ამ “არტისტმა” საკუთარი მხარე აირჩია.

გთავაზობთ, ჩამოვართვათ მელაძეს ყველა ტიტული, რაც აქვს. ეს იქნება სწორი და სამართლიანი”. – დაწერა პარტია „სამართლიანი რუსეთი – სიმართლისთვის“ ლიდერმა, სერგეი მირონოვმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები