LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ყველა ბილეთი გაყიდულია“ – ვალერი მელაძე თბილისშია, რა ფოტოებს აქვეყნებს მომღერალი

1685
მელაძე 1234

ვა­ლე­რი მე­ლა­ძე თბი­ლის­შია.

23 ნო­ემ­ბერს, თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო სა­კონ­ცერ­ტო დარ­ბა­ზი­ში ვა­ლე­რი მე­ლა­ძის გალა-კონ­ცერ­ტი გა­ი­მარ­თე­ბა. მომ­ღე­რა­ლი მა­ყუ­რებ­ლის წი­ნა­ში მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი სა­კონ­ცერ­ტო პროგ­რა­მით წარ­სდგე­ბა. ყვე­ლა ბი­ლე­თი გა­ყი­დუ­ლია.

ცნობისთვის, ვა­ლე­რი და კონ­სტან­ტი­ნე მე­ლა­ძე­ე­ბი ბა­თუმ­ში და­ი­ბად­ნენ.

მუ­სი­კა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბა მათ სწო­რედ ზღვის­პი­რა ქა­ლაქ­ში მი­ი­ღეს, უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის მი­სა­ღე­ბად კი უკ­რა­ი­ნა­ში, ქა­ლაქ ნი­კო­ლა­ევ­ში გა­ემ­გზავრნენ. მრა­ვალ­მხრი­ვი ნი­ჭით გა­მორ­ჩე­უ­ლი ძმე­ბი, მალე სტუ­დენ­ტუ­რი ან­სამ­ბლის წევ­რე­ბი გახ­დნენ.

ვა­ლე­რი მე­ლა­ძემ, თა­ვი­სი გან­სხვვე­ბუ­ლი, გა­მორ­ჩე­უ­ლი ხმი­თა და სა­შემ­სრუ­ლებ­ლო მა­ნე­რით, მალე მი­იქ­ცია პრო­დიუ­სერ­თა ყუ­რა­დღე­ბა.

ვა­ლე­რი მე­ლა­ძის კონ­ცერ­ტე­ბი არა­მარ­ტო პოსტსაბ­ჭო­თა, არა­მედ მსოფ­ლი­ოს თით­ქმის ყვე­ლა ქვე­ყა­ნა­ში იმარ­თე­ბა, რაც კი­დევ ერთხელ ხაზს უს­ვამს მის პო­პუ­ლა­რო­ბას მსმე­ნელ­ში.

მომ­ღე­რა­ლი არას­დროს ივიწყებს თა­ვის სამ­შობ­ლოს… ყო­ველ­თვის იდგა ქარ­თვე­ლი ხალ­ხის გვერ­დით, როცა ამის აუ­ცი­ლებ­ლო­ბა იყო. ამის დას­ტუ­რია მისი კონ­ცერ­ტე­ბი ბა­თუმ­სა და თბი­ლის­ში…“ – ვკი­თხუ­ლობთ კონ­ცერ­ტის ანონსში.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ მე­ლა­ძე რუ­სეთ­ში მას შემ­დეგ აკ­რძა­ლეს, რაც უკ­რა­ი­ნის მხარ­დამ­ჭე­რი გან­ცხა­დე­ბე­ბი გა­ა­კე­თა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები