რუსეთში მოღვაწე, ცნობილი ქართველი მომღერალი, ვალერი მელაძე რუსეთს სთხოვს, შეწყვიტოს საბრძოლო მოქმედებები.
“დღეს მოხდა ის, რაც არასდროს უნდა მომხდარიყო. ისტორია ოდესმე განსჯის და ყველაფერს თავის ადგილს მიუჩენს.
მინდა გთხოვოთ, გევედრებით, შეწყვიტეთ საბრძოლო მოქმედება”,- აცხადებს ვალერი მელაძე.
რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის დაბომბვით დაიწყო.
როგორ ეხმიანებიან უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს საქართველოდან, წაიკითხავთ ვრცლად:
საქართველო უკრაინაში რუსეთის აგრესიით შოკირებულია: სალომე ზურაბიშვილი
ვიწყებთ კამპანიას უკრაინელი ხალხის თავშესაფრით დასახმარებლად – რა მიმართვას ავრცელებს ირაკლი კუპრაძე