LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: როგორ ჩაიარა „მარანი ჰოლში“ ვალერი მელაძის კონცერტმა – დუეტი ლიკა დოლიძესთან, სცენაზე აცეკვებული ქართველი ინფლუენსერი და ქართულ და რუსულ ენაზე შესრულებული ჰიტები

2720
ვალერი მელაძე

7 აპრილს, საქართველოს ცნობილი მომღერალი, ვალერი მელაძე ესტუმრა, რომელმაც „მარანი ჰოლში“ კონცერტი გამართა.

კონცერტს უამრავი ადამიანი დაესწრო, ვისთვისაც ვალერი მელაძის შემოქმედება საინტერესოა.

ერთ-ერთი დუეტი ამ საღამოზე ვალერი მელაძისა და ლიკა დოლიძის მონაწილეობით შედგა. ლიკამ და ვალერიმ ერთობლივად, ბენდის მუსიკალური გაფორმებით, „ყვავილების ქვეყანა“ შეასრულა.

კონცერტიდან ვიდეოების დიდი ნაწილი თავად „მარანი ჰოლმა“ გაავრცელა „ფეისბუქ“ თუ „ინსტაგრამ“-გვერდების მეშვეობით.

ვალერი მელაძემ კონცერტზე თავი არ დაზოგა და დადებითი შეძახილების თანხლებით, ყველა ცნობილი ჰიტი შეასრულა.

მელაძის კონცერტს, რა თქმა უნდა, არ ჩაუვლია „თბილისოს“ გარეშე…

როგორც გავრცელებული ვიდეომასალიდან ჩანს, პუბლიკა ვალერი მელაძის გამოსვლით აღფრთოვანებული დარჩა და აპლოდისმენტები არ დაუშურებია.

კონცერტზე მელაძის შემოქმედებიდან რუსულონოვანი ჰიტებიც იყო წარმოდგენილი, რომელსაც დამსწრე საზოგადოება სიამოვნებით ჰყვებოდა.

კონცერტიდან ინფლუენსერმა ანანო სახელაშვილმა ვიდეო გაავრცელა, სადაც ჩანს, როგორ ცეკვავს ის ვალერი მელაძის გვერდით, სცენაზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები