კომპანია Ford-მა ახალი მასობრივი შემცირებები დააანონსა. სამსახურიდან გათავისუფლება ემუქრება ესპანეთში, ვალენსიის ქარხანაში დასაქმებულ 1144 ადამიანს. ასეთ ნაბიჯს მწარმოებელი ევროპული ბიზნესის განახლებით ხსნის.
ამჟამად Ford-ის ესპანურ ქარხანაში 5800 ადამიანი მუშაობას და დღე-ღამეში 1100 მანქანას აწყობს: ესაა კროსოვერი Kuga, კომპაქტური მინივენი Transit, ასევე მინივენი S-Max და Galaxy. რამდენიმე მოდელზე იმდენად დაბალი მოთხოვნაა, რომ კომპანიამ მათი წარმოებიდან მოხსნა ჯერ კიდევ შემოდგომაზე გადაწყვიტა. მოდელების აწყობა 2023 წლის გაზაფხულიდან შეწყდება და შთამომავალი არც ერთ მანქანას არ დარჩება.
გასულ წელს Ford-მა სედანი Mondeo-ს წარმოებაც შეწყვიტა და ეს უკანასკნელიც ვალენსიაში მზადდებოდა. მოდელმა კონვეიერზე თითქმის 30 წელი გაატარა, თუმცა გაყიდვების მაჩვენებელმა მისი „პენსიაზე გასვლა“ დააჩქარა.
აღსანიშნავია, რომ Ford-მა თანამშრომლების გათავისუფლება გასულ თვეშიც დააანონსა, მაშინ საუბარი გერმანიასა და ბრიტანეთში დასაქმებულ 3800 ადამიანზე იყო.