LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2016 წლის ყველაზე საინტერესო საავტომობილო რეკლამები: Tesla

53

საავტომობილო სამყარო 2016 წელს საკმაოდ ენერგიულად ხვდება. ამას მოწმობს ისიც, რომ ახალი წლიდან სულ რაღაც ორი თვე გავიდა, ხოლო ავტომოყვარულებს 14 საინტერესო სარეკლამო ვიდეორგოლი დაუგროვდათ სანახავად. სწორედ ამიტომ ”ავტორადიო” გთავაზობთ რუბრიკას 2016 წლის ყველაზე საინტერესო სარეკლამო ვიდეოები, რომლის ფარგლებშიც გავეცნობით ყველაზე საინტერესო და უახლესი ავტომობილების სარეკლამო ვიდეოებს.

რუბრიკას ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბრენდით Tesla-თი ვიწყებთ. კომპანია, რომელიც მსოფლიომ ჰიბრიდული ავტომობილების წარმოებით გაიცნო, დღეს უკვე ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და პოპულარული ავტომწარმოებელი გახლავთ. კომპანიის მიერ დამზადებულ სარეკლამო რგოლში, რომელსაც Tesla – ”ოცნება აღარ არის” ქვია, ნაჩვენებია ის, თუ როგორ ჩაანაცვლებს ჰიბრიდები ბენზინის ძრავზე მომუშავე ავტომობილებს…

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები