საბურთალოზე ლუდის მაღაზიაში ცეცხლი გაჩნდა, რასაც წინ აფეთქება უძღოდა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. არსებული ინფორმაციით, აფეთქების გამომწვევი მიზეზი გამწოვის მწყობრიდან გამოსვლაა.
შემთხვევის შედეგად პოლიციელი დაშავდა. სამართალდამცველმა მსუბუქი დაზიანება მაშინ მიიღო, როდესაც მინები ჩაიმსხვრა.
აფეთქების შედეგად დაზიანდა ინვენტარიც.
გავრცელებული ინფორმაციით, მაღაზიის ზარალი დაახლოებით 100 000 ლარია.
როგორც „ფორტუნას“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია.