LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯონ ტერი ავარიაში მოყოლილ პატარ გოგონას დაეხმარა

32

ლონდონის ”ჩელსის” კაპიტანი ჯონ ტერი 9 წლის გოგონას დაეხმარა, რომელსაც მანქანა დაეჯახა.

ინგლისის ნაკრების მცველმა გოგონას სასწრაფოს მისვლამდე აღმოუჩინა დახმარება.

ინციდენტი მაშინ მოხდა, როდესაც ტერი შინ ბრუნდებოდა და ავარიას შეესწრო: ლურჯი Mini Cooper პატარა გოგოს დაეჯახა. The Sun ინფორმაციით, ტერი მანქანიდან გადავიდა და რამდენიმე ზარი განახორციელა, რათა სასწრაფო უფრო სწრაფად მისულიყო.

”შემდეგ მან მანქანიდნ ჯემპრი და საბანი გადმოიღო ბავშვის გასათბობად. ის გოგონასთან იყო სანამ სასწრაფო დახმარება არ მოვიდა”, – თქვა ერთ-ერთმა თვითმხილველმა.

9 წლის გოგონამ თავის და ხელის ტრამვა მიიღო, თუმცა მის ჯანმრთელობას საფრთხე აღარ ემუქრება. ტერიმ ამ ისტორიის კომენტარისგან თავი შეიკავა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები