მერიკო კარტოზიას გადაცემა „პოსტივიზე“ – „სიკეთე მარტივია“ საქველმოქმედო მიზანს ემსახურებოდა.
როგორც გადაცემის წამყვანი ჟურნალ „სარკესთან“ ინტერვიუში აღნიშნავს, მისი გადაცემის დახურვის მიზეზი ის გახდა, რომ პანდემიის გამო მაყურებლის მხრიდან დახმარებები შემცირდა: „მეც მერიდებოდა, საერთო გასაჭირის ჟამს ზედმეტად შემეწუხებინა ადამიანები. მთავარი მიზნის გარეშე გადაცემის გაგრძელება აღარ მოვინდომე, რადგან ქველმოქმედების გარეშე მხოლოდ შოუ გამოდიოდა და გადავწყვიტე, სხვა ქოლგის ქვეშ გამეკეთებინა ახალი პროექტი. აუცილებლად გავითვალისწინებ ადამიანების ინტერესებს, იქნება სოციალური თემები, მისტიკა, პირადი საკითხები უცნობ თუ ნაცნობ პერსონებზე…“
ვიდეო: “მეუბნებიან, რომ მისტიკური სახლია” – როგორია მერიკო კარტოზიას ოჯახური გარემო