LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„შეიძლებოდა, შეზღუდული შესაძლებლობის დავრჩენილიყავი… სასწაულებრივად გადავრჩი და ღმერთმა სიცოცხლე მეორედ მაჩუქა…“ – რატომ ყოფს ორ ნაწილად საკუთარ ცხოვრებას მერიკო კარტოზია

235
2026-03-31_13-14-47_343143

ტელეჟურნალისტი მერიკო კარტოზია ჟურნალ „თბილისელებთან“ ამბობს, რომ მისი ცხოვრება ორ ნაწილად გაიყო მას შემდეგ, რაც აშშ-ში გადაცემის გადაღებიდან ეტლიდან გადავარდა და სხეული დაიზიანა…

მერიკო კარტოზია:

„ჩემი ცხოვრება ორ ნაწილად იყოფა – შემთხვევამდე, რაც ამერიკაში გადამხდა და მას შემდეგ. მანამდე ბევრს ვოცნებობდი, ათასი გეგმა მქონდა ცხოვრებაში. ეს ამბავი რომ დამემართა და სასწაულებრივად გადავრჩი, მივხვდი, რომ ღმერთმა სიცოცხლე მეორედ მაჩუქა. კი, ჯანმრთელობა დამიზიანდა, მაგრამ არა ისე, რომ ეს სამუდამო ყოფილიყო. შეიძლებოდა, შეზღუდული შესაძლებლობის დავრჩენილიყავი და მთელი ცხოვრება ტრავმირებული ვყოფილიყავი. ამ შემთხვევის შემდეგ ჩემს სურვილებთან და ოცნებებთან ძალიან ფრთხილი დამოკიდებულება მაქვს…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g