LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გერმანია უცხოელებისთვის მოქალაქეობის მიღების გამარტივებას გეგმავს – რა იცვლება

535
germany

გერმანიის მთავრობა ახალი კანონის მიღებას გეგმავს, რომელიც უცხოელებს მოქალაქეობის მიღებას გაუმარტივებს. ინიციატივის მიზეზი ქვეყანაში შემცირებული სამუშაო ძალის გაზრდაა.

კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, მოქალაქეობაზე განაცხადის გაკეთება ხუთი წლის შემდეგ იქნება შესაძლებელი, ნაცვლად ახლანდელი 8 წლისა. ასევე, იმ ადამიანებს, რომლებმაც ქვეყანაში ინტეგრაციისთვის კონკრეტული ნაბიჯები გადადგეს, მაგალითად, შეისწავლეს გერმანული ენა, მოქალაქეობის მიღება 3 წელში შეეძლებათ.

ამასთან, არაევროკავშირის ქვეყნებიდან მიგრანტებს ორმაგ მოქალაქეობაზე შეზღუდვაც მოეხსნებათ, რაც ნიშნავს იმას, რომ მათ აღარ მოუწევთ საკუთარი ქვეყნის მოქალაქეობის დათმობა. ამჟამად, გერმანიის მოქალაქეობის მიღება შეუძლიათ მხოლოდ ევროკავშირის პასპორტის მქონეებსა და იმ ადამიანებს, რომელთა ერთი მშობელი მაინც გერმანიიდანაა.

დოკუმენტი კანონმდებლებს მომდევნო თვეებში წარედგინება. საიმიგრაციო რეფორმა კანადის ქულათა სისტემას ეფუძნება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g