78 წლის ასაკში გარდაიცვალა ცნობილი კომენტატორი და საკალათბურთო სპეციალისტი ჯამლეტ ხუხაშვილი.
არსებული ინფორმაციით, ის უკურნებელ სენს რამდენიმე წლის განმავლობაში ებრძოდა.
ჯამლეტ ხუხაშვილი 1963 წლიდან სპორტული კომენტატორი იყო.
1980-1992 წლებში მუშაობდა საქართველოს ტელევიზიაში, ტელეკომპანია „იმედში“, სპორტულ რადიო „ჯაკოში“.
1990 წლიდან მაქაბის კლუბის პრეზიდენტი. ავტორი საიუბილეო წიგნისა „ყურადღება“ (2004). დასახელებულია „დინამოს“ საუკეთესო მწვრთნელად (1986), საუკეთესო სპორტულ კომენტატორად (2004).
რადიო ჰოლდინგი „ფორტუნა“ მწუხარებას გამოთქვამს ჯამლეტ ხუხაშვილის გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს მის ოჯახსა და ახლობლებს.