LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დაუჯერებელია! ამდენი სიკეთით სავსე ადამიანი ძალიან იშვიათად შემხვედრია, ყველას ქომაგი და პატრონი, რომელი ერთი ჩამოვთვალო..“ – რას წერს მაკა მახარაძე ჯამლეტ ხუხაშვილზე

223
მუმლაძე და დათო სააკაშვილი

ცნობილი ბალერინა, მსახიობი, მაკა მახარაძე ცნობილი კომენტატორის, საკალათბურთო სპეციალისტის ჯამლეტ ხუხაშვილთან ერთად გადაღებულ ფოტოს უზიარებს საზოგადოებას და მისი გარდაცვალების გამო, მწუხარებას გამოთქვამს.

„დაუჯერებელია!

ამდენი სიკეთით სავსე ადამიანი როგორიც ჯამლეტია (წარსულში ვერ მოვიხსენიებ) ძალიან იშვიათად შემხვედრია, ყველას ქომაგი და პატრონი, რომელი ერთი ჩამოვთვალო, მაგრამ ჩემთვის და ჩვენი ოჯახისთვის განსაკუთრებით ხაზგასასმელია მისი და მამაჩვენის ურთიერთობა და საოცარი მეგობრობა, რომელიც ნამდვილად სამაგალითოა!

და მაინც მიწევს ჯამლეტთან დამშვიდობება,რაც ძალიან მტკივნეულია, მშვიდობით ჩემო ჯამ! ნათელი მოეფინოს მის ნათელ სულს!“, – წერს მაკა მახარაძე.

 

დაუჯერებელია!
ამდენი სიკეთით სავსე ადამიანი როგორიც ჯამლეტია (წარსულში ვერ მოვიხსენიებ) ძალიან იშვიათად შემხვედრია,…

Posted by Maka Makharadze on Wednesday, 5 April 2023

 

 

ჯამლეტ ხუხაშვილი 78 წლის ასაკში გარდაიცვალა. მას ბოლო წლებში ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა.

„ორი კვირაც არ გასულა, როგორ გაგიხარდა ჩემი ნახვა“ – მორის ჯანაშვილი ჯამლეტ ხუხაშვილის ერთ-ერთ ბოლო ფოტოს აქვეყნებს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები