LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „როცა ერთმანეთს დასცილდნენ, მე ვიყავი 19 წლის… დედიკოს და მამიკოს ვეღარ ვეძახდი, რადგან ნაწყენი ვიყავი…“ – მაკა მახარაძე ცნობილ მშობლებს იხსენებს

118
მაკა მახარაძე

„დროება“ გვთავაზობს ინტერვიუს მაკა მახარაძესთან, რომელიც მშობლების, კოტე მახარაძისა და მედეა ჩახავას დაშორების ამბავს იხსენებს:

„ჩვეულებრივი დედიკო და მამიკო იყვნენ. მერე, როცა მოხდა ეს ამბავი, მე ვიყავი 19 წლის… როცა დასცილდნენ ერთმანეთს, დედიკოს და მამიკოს ვეღარ ვეძახდი, იმიტომ, რომ მაწყენი ვიყავი…

გადასარევი ეზო იყო, სადაც სესილია თაყაიშვილი ცხოვრობდა პირველ სართულზე, ჩვენ – მესამეზე, ცხოვრობდნენ თორაძეები, მიშა თუმანიშვილი, ეროსი მანჯგალაძე… ეზოდან ამოსვლა იყო დიდი პრობლემა. მშობლები იყვნენ დაკავებულები, პირდაპირ ეთერში მიჰყავდათ კონცერტი. რომ მოვალთ, გაკვეთილები უნდა გქონდეს მომზადებულიო. ვიფიქრე, ტელევიზორში შევხედავ და სანამ დამთავრდებოდა, მოვასწრებდი მომზადებას, მაგრამ ეზოში გავერთე. რომ მოვიდნენ, მამა ძალიან გაბრაზდა, მე ასეთი შვილი არ მჭირდება, აგერ შენი ბარგი, ჩააწყვე ჩემოდანში და წადიო… ეს ეპიზოდი საიდან მოიტანა იცით? მას იგივე გაუკეთა ბებიამ… დედამ მითხრა, სადარბაზოში იყავიო, სკამზე დამაწვინა, ბალიში მომიტანა. ხალათში დამმალა და მე დედასთან დავწექი. კიდევ მქონდა მამასთან კონფლიქტი – ახი იყო ჩემზე, რადგან ძალიან ზარმაცი ვიყავი…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g