ქართველ-ებრაელი მომღერალი, კომპოზიტორი მორის ჯანაშვილი ცნობილი კომენტატორის, საკალათბურთო სპეციალისტის ჯამლეტ ხუხაშვილთან ერთად გადაღებულ ფოტოს უზიარებს საზოგადოებას და მისი გარდაცვალების გამო, მწუხარებას გამოთქვამს.
როგორც პოსტიდან ირკვევა, მან ჯამლეტ ხუხაშვილი 2 კვირის წინ მოინახულა.
ჯამლეტ ხუხაშვილი 78 წლის ასაკში გარდაიცვალა. მას ბოლო წლებში ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა.
„ორი კვირაც არ გასულა, ჩემო ჯამლეტ.
როგორ გაგიხარდა ჩემი ნახვა, ისე ალაპარაკდი, რით გესიამოვნებინათ შენ და ევას, აღარ იცოდით..
ნუთუ, ბოლო შეხვედრა უნდა ყოფილიყო, ჩვენო უფროსო ძმაო?! ნათელში იყოს შენი ერთგული სული, ჩემო ჯამლეტ!
ორი კვირაც არ გასულა ჩემო ჯამლეტ. როგორ გაგეხარდა ჩემი ნახვა , ისე ალაპარაკდი რითი გესიამოვნებინათ შენ და ევას აღარ…
Posted by Moris Janashvili on ოთხშაბათი, 05 აპრილი, 2023
ჩვენ კი სანამ ვიქნებით, ვერ დაგივიწყებთ!“, – წერს მორის ჯანაშვილი.