ფილმის „საჰარა“ ვარსკვლავი, 57 წლის ბრუკ შილდსი ნიუ-იორკში ახალი ბიოგრაფიული ფილმის პრემიერას დაესწრო. „ლამაზმანი“, ასე ჰქვია ახალ დოკუმენტურ ფილმს, რომელიც ბრუკ შილდსის შესახებ გვიყვება. ღონისძიებაზე 57 წლის ვარსკვლავი მეუღლესთან, ტომ ხენჩისთან და 16 წლის ქალიშვილთან, გრიგ ჰემოდ ჰენჩისთან ერთად გამოჩნდა.
„ცისფერი ლაგუნას“ ვარსკვლავი პრემიერაზე ბრწყინავდა „კაროლინა ჰერერას“ კაბაში, ხოლო 16 წლის გრიგი ფანტასტიკურად გამოიყურება წითელ შარვალსა და პიჯაკში. ყველამ ერთხმად აღნიშნა, რომ 16 წლის გრიგ ჰემონდი საოცრად ჰგავს თავის პოპულარულ დედას.
ვერცხლისფერი პლაშჩი და თეთრი კაბა პიჯაკით – 57 წლის ბრუკ შილდსი ახალ ფოტოსესიაში შეუდარებელია