LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თემურიკო დიასამიძე: თავისუფლებაც და სამშობლოც ყველაფერია ჩემთვის, როგორც სიყვარულს ვერ ვხსნი, ისე ვერ ვხსნი თავისუფლებას

630
337106308_185446854254189_4439835946490167373_n

„თავისუფლებაც და სამშობლოც ყველაფერია ჩემთვის,“ – ამის შესახებ ნიაზ დიასამიძის ვაჟმა, თემურიკო დიასამიძემ ჟურნალ OK!-ისთან ისაუბრა.

როგორც მუსიკოსმა აღნიშნა, მისთვის, როგორც მუსიკოსისთვის ევროპა ახალი და უსაზღვრო შესაძლებლობებია.

„ჩვენ ვართ თაობა, რომელიც თავისუფალ, დამოუკიდებელ საქართველოში დაიბადა, ეს კი ჩვენი მშობლების თაობის დამსახურებაა. მათ იბრძოლეს იმისთვის, რომ ჩვენთვის დღეს თავისუფლება მოსაპოვებელი კი არა, შესანარჩუნებელია. ჩვენი მთავარი მიზანიც ეს უნდა იყოს, შევინარჩუნოთ და არ დავთმოთ თავისუფლება. ცოტა ხნის წინ ეს დავამტკიცეთ კიდეც.

ჩვენც შეგვიძლია ვიბრძოლოთ ჩვენი თავისუფლებისთვის, ჩვენი სამშობლოსთვის, რომელიც ყველაზე მეტად მიყვარს, როგორც მშობლები და ოჯახის წევრები, ისეა სამშობლოც, – უპირობო სიყვარულია, ვერ შეცვლი. მოცემულობაა, რომელიც ისეთი გიყვარს, როგორიც არის.

თავისუფლებაც და სამშობლოც ყველაფერია ჩემთვის. როგორც სიყვარულს ვერ ვხსნი, ისე ვერ ვხსნი თავისუფლებას. ჩემი ყოველდღიური ცხოვრების წესია. ყველაზე დიდი ბედნიერებაა, რაც ადამიანს გააჩნია იმიტომ, რომ თავისუფლების გარეშე ადამიანი ადამიანი არ არის.

სწორედ ეს, თავისუფლებაა ჩემთვის ევროპასთან მთავარი მაკავშირებელი, თავისუფლება და ამ თავისუფლებაზე დაფუძნებული ღირებულებები. ჩემთვის, როგორც მუსიკოსისთვის, ევროპა ახალი და უსაზღვრო შესაძლებლობებია,“ – აღნიშნა თემურიკო დიასამიძემ.

ფოტო: ჟურნალი OK!

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g