LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეროვნული ბანკის საბჭოს ვაკანტურ თანამდებობებზე შესარჩევად პრეზიდენტის ადმინისტრაციაში 19 განაცხადი შევიდა

127
ეროვნული ბანკი

საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს ვაკანტურ თანამდებობებზე შესარჩევად საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში სულ 19 განაცხადი შევიდა. ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათი ცნობით, განაცხადების განხილვის ეტაპი დასრულდა და შეირჩა რვა კანდიდატი, რომლებთანაც გასაუბრება მომავალ კვირაში გაიმართება.

„გასაუბრების შედეგად შეირჩევა საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატები, რომლებსაც პრეზიდენტი, კონსტიტუციის შესაბამისად, ასარჩევად პარლამენტს წარუდგენს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g