LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ინფრასტრუქტურული სამუშაოების განხორციელების შემდეგ გადაადგილებაზე შეფერხებები აღარ იარსებებს – კალაძე ჟვანიას მოედანზე

136
ჟვანიას

ჟვანიას მოედანზე არსებული კვანძის დიზაინის ცვლილება მოქალაქეებისთვის გადაადგილებას კიდევ უფრო მოსახერხებელს გახდის, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

კახა კალაძის თქმით, ჟვანიას მოედნის რეაბილიტაციის შესახებ სოციალურ ქსელში არასწორ ინფორმაციას მიზანმიმართულად ავრცელებენ.

თბილისში 150 ძაღლზე გათვლილი თავშესაფარი აშენდება

„ორხევის დასახლებაში, ახვლედიანის მეორე ჩიხში მდებარე 9231 კვ.მ მიწის ნაკვეთზე აღნიშნული შპს „სიბიდი დეველოპმენტი“, დაახლოებით ორი წლის განმავლობაში 1.5 მლნ ლარის ინვესტიციას განახორციელებს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

„სოციალურ ქსელში მიმდინარეობს სიცრუის მიზანმიმართული ტირაჟირება, თითქოს, საგზაო ზოლს ვამცირებთ ე.წ გზაგამყოფებით და მწვანე კუნძულებით. წერენ, რომ აქამდე არ იყო საცობები, ახლა კი ჭირს გადაადგილება.

სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობა, ტექნიკის მუშაობა გადაადგილების შეფერხებას იწვევს და საცობი იქმნება. ეს მონაკვეთი მხოლოდ გარკვეული დღეების განმავლობაში გადაიკეტა, რადგან მიწისქვეშა მილები იცვლებოდა. მინდა დაგარწმუნოთ, რომ სამუშაოების დასრულების შემდეგ, გადაადგილება თავისუფლად იქნება შესაძლებელი“, – განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა წარმოადგინა ფოტო მასალა, თუ როგორ გამოიყურებოდა აღნიშნული მოედანი სამუშაოებამდე.

„ჟვანიას მოედნის მონაკვეთზე დღის განმავლობაში, მიკროავტობუსებსა და ავტობუსებს 11 მარშრუტზე 60 000-მდე მგზავრი გადაჰყავს. აქ ტრანსპორტის გადაადგილების კუთხით, ქაოსი იყო, ასევე, მოედანზე ე.წ. მცირე ზომის ბოძები იდგა, რაც კუნძულებს ქმნიდა.

სამუშაოების შედეგად კი, არსებულ კუნძულებს ვამწვანებთ და მათი ფართობი 565- დან 396 კვადრატულ მეტრამდე შეიცვლება. სატრანსპორტო რეფორმის ფარგლებში, საზოგადოებრივი ტრანსპორტი კერძო ავტომობილებთან ერთად, საცობში არ უნდა იდგეს. როგორც განვითარებულ ქალაქებში გატარდა აღნიშნული რეფორმა, ჩვენთანაც მისი განხორციელება თბილისზე მორგებული გადაწყვეტილებით ხდება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

წერეთლის გამზირის რეაბილიტაცია აღდგომის დღესასწაულის შემდეგ დაიწყება

„ვნახავთ გადაჭედილ საზოგადოებრივ ტრანსპორტს, გადაჭედილ გაჩერებებს, მაგრამ ეს ყველაფერი დროებით“ – კალაძე წერეთლის გამზირის რეაბილიტაციის შესახებ

აღდგომის ღამეს მეტრო მგზავრებს უფასოდ მოემსახურება – დაწესდება ავტობუსის დროებითი მარშრუტები

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g