LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისში 150 ძაღლზე გათვლილი თავშესაფარი აშენდება

128
ფორტუნა - 2023-04-10T115346.497

„მიუსაფარი ძაღლები ერთ-ერთი სერიოზული გამოწვევაა ჩვენი ქალაქისთვის და ზოგადად ქვეყნისთვის. ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად მუშაობა უკვე დაწყებული გვაქვს“, – ამის შესახებ თბილისის მერმა დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

კახა კალაძის თქმით, „თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ქონების მართვის სააგენტოსა და შპს „სიბიდი დეველოპმენტს“ შორის ფორმდება ხელშეკრულება, რომლის თანახმად სავაჭრო ცენტრ „ისთ ფოინთის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, მიუსაფარი ძაღლების თავშესაფარი აშენდება.

არჩილ თალაკვაძე: მიუსაფარ ცხოველებთან დაკავშირებული საკითხი პროექტის დონეზე მომზადებულია - მაქსიმალურად ვცდილობთ, მუშაობა დავაჩქაროთ

„საკანონმდებლო დონეზე მოწესრიგდება საბაზისო სერვისები, რაც ცხოველების გამრავლების კონტროლს, ქუჩაში მიუსაფარი ძაღლების აღრიცხვას, ინფექციების მართვას და სპეციალური თავშესაფრების შექმნას უკავშირდება.“

ახალი თავშესაფარი 150 მიუსაფარ ძაღლზე იქნება გათვლილი.

„ორხევის დასახლებაში, ახვლედიანის მეორე ჩიხში მდებარე 9231 კვ.მ მიწის ნაკვეთზე აღნიშნული შპს „სიბიდი დეველოპმენტი“, დაახლოებით ორი წლის განმავლობაში 1.5 მლნ ლარის ინვესტიციას განახორციელებს.

ხელშეკრულების თანახმად, მიწის ნაკვეთზე ძაღლებისთვის მოეწყობა ვოლიერები, საოპერაციო, საკარანტინე სივრცეები და სხვადასხვა დამხმარე შენობა-ნაგებობები, რაც აუცილებელია აღნიშნული სივრცის სრული ფუნქციონირებისთვის.

კომპანია იღებს ვალდებულებას 150 მიუსაფარ ძაღლზე გათვლილი თავშესაფარი მოაწყოს. კომპანიას აღნიშნული მიწის ნაკვეთი, უსასყიდლოდ, 15 წლის ვადით გადაეცემა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები