ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც კურიოზული ავარიაა ასახული და სადაც 111 000 დოლარად შეფასებული კლასიკური Chevrolet Corvette დაზიანდა.
1962 წლის რარიტეტული სპორტქარი ახალ მფლობელთან მიჰქონდათ, რადგან მანქანა უცნობმა კოლექციონერმა აუქციონზე შეიძინა. ტრანსპორტირების დროს, ავტო-მზიდის პლატფორმა გადაიხარა და ამერიკული „კლასიკა“ ასფალტს დაენარცხა.
აღსანიშნავია, რომ ახალმა მფლობელმა რომელმაც მანქანაში საკმაოდ სოლიდური თანხა გადაიხადა, როდსტერის საჭესთან დაჯდომა ერთხელაც ვერ მოასწრო.