გორში, კომბინატის დასახლებაში ბაგა-ბაღი გაქურდეს.
გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა გუშინ მოხდა.
გავრცელებული ცნობითვე, მე-15 ბაგა-ბაღიდან პლაზმური ტელევიზორი, კომპიუტერული ტექნიკა და მუსიკალური აპარატურა წაიღეს.
როგორც „ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 177 მუხლით, რაც ქურდობას გულისხმობს
