LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რატომ დააჯარიმეს „გირჩი – მეტი თავისუფლება“ – „ახლა 170 000 ლარია ჯარიმა და მართლა ვერ გადავიხდით“

162
ფორტუნა - 2023-04-12T151829.028

„გირჩი- მეტი თავისუფლება“ სასამართლომ 5 000 ლარით დააჯარიმა. ამის შესახებ ინფორმაცია „ფორტუნას“ აუდიტის სამსახურმა დაუდასტურა.

უწყების ცნობით, პარტიის დაჯარიმების მიზეზი სახელმწიფო აუდიტის სამსახურში შემოწირულობის შესახებ ინფორმაციისა და წლიური დეკლარაციის წარმოუდგენლობა გახდა .

„წლების განმავლობაში „გირჩი – მეტი თავისუფლება“ ინფორმაციის წარმოუდგენლობის გამო ჯარიმდებოდა, თუმცა პარტიას ჯარიმა არც ერთხელ არ გადაუხდია. შესაბამისად, ჯარიმა დაგროვდა და ახლა მათ უკვე გადასახდელი აქვთ 170 ათასი ლარი“. – განუცხადეს „ფორტუნას“ აუდიტის სამსახურში.

პარტიის დაჯარიმების შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა „გირჩი- მეტი თავისუფლების“  წევრმა ბორის ყურუამ.

„აუდიტის სამსახურის მიმართვის საფუძველზე სასამართლომ დაგვაჯარიმა 5000 ლარით. ძალიან ვინერვიულეთ, 165 000 ლარის ნაცვლად ახლა 170 000 ლარია ჯარიმა და მაგას მართლა ვერ გადავიხდით“. –  წერს პარტიის წევრი, ბორის ყურუა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g