„ნაციონალურ მოძრაობას“ ჰგონია, სასამართლო რკინის არტახებში გვყავს ჩამწყვდეული, შეგვიძლია, მოსამართლეები ამერიკაშიც არ გავუშვათ, ეს მათი სტილია და თავისკენ მოიკითხონ“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ბექა ოდიშარიამ განაცხადა.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის მოსაზრებით, „ნაციონალური მოძრაობა“ ზეწოლაზე იმიტომ საუბრობს, რომ მათ მოსამართლეებთან ურთიერთობა სხვანაირად არ წარმოუდგენიათ.
ოდიშარია: სააკაშვილის მმართველობის დროინდელ რეიტინგებთან შედარებით, შევარდნაძის დროინდელი სასამართლოს რეიტინგიც კი უფრო მაღალი იყო
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის განცხადებით, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ცენტრის შეფასებით, რომელიც დემოკრატიის მდგომარეობას იკვლევს, ბოლო ექვსი წლის განმავლობაში საქართველო დადებითი შეფასებით ისტორიულ მაქსიმუმზეა.
„არსებობს ანდაზა – „ყველა ადამიანი თავისი გარყვნილების მიხედვით განსჯის“. მათ არ წარმოუდგენიათ, რომ შეიძლება, ეს ადამიანები კოლეგიალურ სოლიდარობას გამოხატავდნენ, მეგობრობდნენ და უხერხულ მდგომარეობაში იყვნენ იმის გამო, რომ მათი კოლეგები დასანქცირებულები არიან.
იზიარებდნენ მათ პოზიციას, რომ ეს ყველაფერი მოკლებულია გარემოებებს, ფაქტებს, დასაბუთებას და შესაბამისად, მათაც ეს ეხამუშებათ, უსამართლოდ ეჩვენებათ.
„ნაციონალურ მოძრაობას“ როგორ შეუძლია, ადამიანური ფაქტორები აღიქვას? – მათ ჰგონიათ, როგორც მათ დროს იყო, რკინის არტახებში გვყავს ჩამწყვდეული სასამართლო და შეგვიძლია, მოსამართლეები ამერიკაშიც არ გავუშვათ, ან შეიძლება სახლშიც საჭიროების შემთხვევაში.
ეს მათი სტილია და თავისკენ მოიკითხონ. ეს აღარ არის, მორჩა, დამთავრდა. „ქართული ოცნების“ პირობებში სასამართლოს რეიტინგი დადებითია. მაშინ, როცა 2012 წლამდე მუდმივად უარყოფითში იყო.“ – განაცხადა ოდიშარიამ.
ლევან იოსელიანი: მოსამართლეების სანქცირებაზე კომენტარი ჩემი მანდატის ფარგლებს ცდება