LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი ბოტკოველი: აბსოლუტური სიცრუეა ის, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში ვინმე ვინმეს არ უშვებს

138
Untitled design (2)

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის ბაჩო დოლიძის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ „ვანო მერაბიშვილის პოზიციას თუ არ იზიარებ ან არ ხარ კეზერაშვილის ნათესავი, პარტიაში არ გიშვებენ“, ამავე პარტიის ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ბოტკოველი ეხმიანება და მას სიცრუეს უწოდებს.

როგორც ბოტკოველი აღნიშნავს, თუ ვინმესთვის მიუღებელია ის ბრძოლა, რომელშიც „ნაციონალური მოძრაობაა“ ჩართული, „გზა ფართოა და შეუძლია ნებისმიერ სხვა პარტიაში წავიდეს“.

„აბსოლუტური სიცრუეა ის, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში ვინმე ვინმეს არ უშვებს. არჩევნების შემდეგ, რომელშიც ლევან ხაბეიშვილმა გაიმარჯვა, არავის არავისთვის უთქვამს, რომ ოფისი და პარტია უნდა დაეტოვებინათ, თუმცა ზოგიერთმა ადამიანმა ყუთების ჩალაგება მაინც დაიწყო. ამ პარტიაში პროვოკაციების მოწყობა არავის ეპატიება. ის მიხეილ სააკაშვილისა და „ნაციონალური მოძრაობის“ გუნდის შექმნილია და მისი არევის საშუალება არავის მიეცემა. ის, რომ მელიას ახალგაზრდა მხარდამჭერებისთვის ადგილი არ დარჩა, აბსოლუტური ტყუილია. ცენტრალური ოფისი ძალიან დიდია და ყველას შეუძლია იქ იყოს. ცალკე ოფისის გახსნით პარტიის დაზიანება საჭირო არ არის. მიუხედავად ამისა, თუ ვინმესთვის მიუღებელია ის ბრძოლა, რომელშიც „ნაციონალური მოძრაობაა“ ჩართული, გზა ფართოა და შეუძლია ნებისმიერ სხვა პარტიაში წავიდეს“, – განაცხადა გიორგი ბოტკოველმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g