LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

1990 წელს დამზადებული კომპიუტერი McLaren F1-ის დიაგნოსტიკისთვის გამოიყენება

71

Compaq LTE 5280 1990 წელს დამზადდა. ერთი შეხედვით ეს ელექტრო გაჯეტი სამუზეუმო ექსპონატი გეგონებათ, მაგრამ გაგიკვირდებათ როცა გაიგებთ, რომ ეს კომპიუტერი დღემდე გამოიყენება ავტომობილების დიაგნოსტიკაში და თანაც ისეთი კომპანიის მფლობელობაში შედის, როგორიც McLaren-ია.

როგორც ცნობილი ხდება, ეს მოძველებული კომპიუტერი ემსახურება 100-მდე McLaren F1-ს და თანაც სრულიად უშეცდომოდ. კომპანიაში აცხადებენ, რომ 1990 წელს დამზადებული ეს ნოუთბუქი იმდენად მაღალტექნოლოგიური დეტალებისგანაა დამზადებული, რომ ის დღემდე გამართულად ემსახურება მათ.

ცნობილია ისიც, რომ უნიკალური ნოუთბუქი დღის განმავლობაში საშუალოდ 100 ერთეული ავტომობილის ტვინში იხედება და აწესრიგებს მას. კომპანიაში აღნიშნავენ, რომ ამ ნოუთბუქს შეუძლია შეაღწიოს ისეთ ულტრათანამედროვე სისტემებში, რომლითაც აღჭურვილია უახლესი BMW, Mercedes-Benz  და სხვა პოპულარული ავტომობილები.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები