ლეონარდო დიკაპრიოს მსოფლიოს წამყვანი მოდელების მიმართ „მარადიული ტრფობის“ ამბავი უკვე დიდი ხანია სიახლეს არ წარმოადგენს. ამჯერად დასავლური მედია ლეოსა და ირინა შეიკის შესაძლო რომანზე ალაპარაკდა.
37 წლის მოდელი და 48 წლის მსახიობი „კოაჩელას ფესტივალზე“ დააფიქსირეს. მათ მთელი ღამე ერთად გაატარეს და ერთმანეთს გვერდიდან არ შორდებოდნენ. პაპარაცებმა მათი გადაღებაც მოახერხეს. ისინი ძალიან ახლოს იყვნენ ერთმანეთთან, ლეო შეიკს სახეზე ხელით ეხებოდა.
„იარა იარა და ბოლოს შეიკს მიადგა“, „აქ რა ხდება?“, „ირინას რა სახე გაქვს“, – წერენ კომენტარებში.
„ერთი გასროლით ორი ქალღმერთი“ – ლეონარდო დიკაპრიო ჯიჯი ჰადიდსა და მაია ჯემას ერთდროულად ხვდება?
ლეონარდო დიკაპრიოს ახალი ლამაზმანი? – 48 წლის მსახიობი კომენტარს აკეთებს
„ჯუნგლების დედოფალი, ასეთი ფოტოები ჯერ არასდროს გადაუღია“ – ირინა შეიკი გასაოცარ ფოტოებს ავრცელებს