ასეთი ორგანიზებულები დიდგორის მერე არ ვყოფილვართ ქართველები, – აღნიშნულის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა გუბაზ სანიკიძემ განაცხადა.
„მორიგეობაა დარბაზში. დანაწილებული აქვთ კოლეგებს ჩვენი ტელეფონები და როგორც კი რაღაც საეჭვო ხდება იმწუთასვე ზარები მოდის და ჩავრბივართ დარბაზში.
ასეთი ორგანიზებულები დიდგორის მერე არ ვყოფილვართ ქართველები.
დღეს დავით ბაქრაძე მოვისაკლისეთ და თურმე წყლის დასალევად იყო გასული, უმალ მოვიძიეთ“, – განაცხადა გუბაზ სანიკიძემ ტელეკომპანია „კავკასიის“ ეთერში.