LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მთავარი » გუბაზ სანიკიძე

გუბაზ სანიკიძე

ვიდეო: „შეეშვით ივანიშვილთან ღამ-ღამობით სიარულს“ – გუბაზ სანიკიძე

სანიკიძის თქმით, ზოგიერთი პოლიტიკური ლიდერი ბიძინა ივანიშვილთან მოლაპარაკებებს აწარმოებს, თუმცა ჟურნალისტის არაერთი შეკითხვის მიუხედავად, კონკრეტულ სახელებს პოლიტიკოსი არ ასახელებს.

„თქვენ, ვინც ხმა მიეცით „ქართულ ოცნებას“, ხმა მიეცით საკუთარი ქვეყნის დასამარებას, რომელ ოჯახზეა ლაპარაკი, რომ დაშალეთ?! სოფელში მიცვალებულის დამტირებელი და ბავშვის გამჩენი ქალი რომ აღარ დარჩა! ეს არის ერთიანი ოჯახი?“ – გუბაზ სანიკიძე

ოპოზიციონერი დეპუტატის თქმით, იმ ადამიანებს, რომლებმაც 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე ხმა მმართველი გუნდის, „ქართულ ოცნების“ სასარგებლოდ დააფიქსირეს, ღირსება არ გააჩნიათ.

ბექა ოდიშარია: „ხარი ხართან რომ დააბა, ან ფერს იცვლის, ან ზნესაო, ალბათ ეს დაემართა გუბაზ სანიკიძეს – ეროვნული მოძრაობიდან მოყოლებული პოლიტიკაში ჩართული ადამიანისგან ასეთი ტიპის განცხადება ამაზრზენი და მიუღებელია“

„ოპოზიციისთვის დამახასიათებელია სიძულვილის ენა, მუქარა. ყოველდღიურად ამას ვამბობთ კიდეც, ეს ხალხი რევანშზე არის ორიენტირებული, ესენი აუცილებლად გამოსწოვენ ქართველ ხალხს სისხლს, თუ ამის საშუალება მიეცემათ.“

გუბაზ სანიკიძე: „იმ ოპოზიციონერებს მივმართავ, მიშას ციხეში გადაყვანა რომ უნდათ და საკუთარი შარდი ვენაში დააქვთ, რადგან ქართველ ექსპერტებს არ ენდობიან, ეგ რანაირი სამართალია?“

კითხვაზე, რას შეცვლიდა სააკაშვილის გათავისუფლება, სანიკიძე აცხადებს, რომ სააკაშვილი არჩევნების მოგებას შეძლებს: „რომ დაიწყებს აღმოსავლეთიდან ან დასავლეთიდან, ლაგოდეხიდან ან ზუგდიდიდან მიშა შეხვედრებს ხალხთან, ხომ წარმოგიდგენიათ...“