ორი თვის წინ, ბლეიკ ლაივლი და რაიან რეინოლდსი მეოთხე შვილის მშობლები გახდნენ. სულ ცოტა ხნის წინ კი წყვილი, პაუზის შემდეგ, ნიუ-იორკის ქუჩებში პირველად გადაიღეს. ისინი, ხელიხელჩაკიდებული მისეირნობდნენ.
ჰოლივუდის ერთ-ერთი უსაყვარლესი წყვილი მშვენივრად გამოიყურებოდა, რაიანს კრემისფერი შარვალი და ვარდისფერი ზედა ეცვა, ბლეიკი კი თავისუფალი სტილის შავ შარვალსა და ნაცრისფერ მანტოში იყო გამოწყობილი.
ახლახან ბლეიკმა „ინსტაგრამზე“ ფოტოები გაავრცელა, სადაც ულამაზეს ქვედაბოლოსა და საცურაო კოსტიუმში პოზირებს. მეოთხე მშობიარობის შედეგ 35 წლის მსახიობი ბრწყინვალედ გამოიყურება.
ბლეიკ ლაივლი და რაიან რეინოლდსი მეოთხე შვილის მშობლები გახდნენ
ორსული ბლეიკ ლაივლი და რაიან რეინოლდსი წითელ ხალიჩაზე ბედნიერებას ასხივებენ