თამამი განცხადება, რომ ზოგიერთი ზოდიაქოს ნიშანი ერთგულია, ზოგის ნდობა კი, შეუძლებელია, მცდარი იქნებოდა. ჰოროსკოპის ყველა ნიშანი ინდივიდუალურია და მათი ერთგულებაც მრავალ ფაქტორზეა (დაბადების დრო და თარიღი, ვისთანაა წყვილში მოცემული ზოდიაქოს ნიშანი, მისი ასაკი და სქესი) დამოკიდებული, რადგან ყველაზე ”დიდი მოღალატეც” შეიძლება იქცეს ერთ დღეს ყველაზე ერთგულ ადამიანად, რომელსაც თავდავიწყებით შეუყვარდება პარტნიორი და არ ეცდება მის სხვებით ჩანაცვლებას.
მამაკაცი ზოდიაქოს ნიშნები:
სასწორი
ჰოროსკოპის ნიშნებს შორის სასწორი ყველაზე კარგად აფასებს ქალის სილამაზეს. მას ყოველთვის ბევრი ლამაზი მეგობარი ჰყავს, თუმცა არ ღირს აღელვება თუ თქვენ სასწორზე ხართ შეყვარებული, რადგან ის საკმაოდ ერთგულია და არასდროს გარისკავს სერიოზული ურთიერთობებით თავქარიანი ფლირტის სასარგებლოდ.
მორიელი
ენერგიულ, ვნებიან და იმპულსურ მორიელს ძალიან უყვარს ყურადღების ცენტრში ყოფნა და საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლებთან ფლირტი. თუმცა, თუ მორიელს ყველაფერი აკმაყოფილებს ურთიერთობაში, ის არასდროს უღალატებს საყვარელ ქალს. სხვა საქმეა, თუ მას ინტიმური სიახლოვე აკლია ან შურისძიება გადაწყვიტა.
მშვილდოსანი
მშვილდოსნის მოხიბვლა ძალიან ადვილია. ნებისმიერ ლამაზ და საინტერესო ქალს თავისუფლად შეუძლია გააბას ის თავის მახეში, მშვილდოსნისთვის კი, ”ერთი ღამის სექსი” საკმაოდ ხშირი და ნაკლებად მნიშვნელოვანი მოვლენაა.
თხის რქა
თხის რქა ყველაზე ერთგული ზოდიაქოს ნიშანია. ის მაშინაც კი სამსახუირზე და ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე ფიქრობს, როცა საყვარელი ქალის გვერდითაა, ამიტომ ღალატისთვის დრო უბრალოდ არ რჩება.
მერწყული
ზედმეტი კომუნიკაბელურობა და ცნობისმოყვარეობა ხშირად ხდება მერწყულის ცდუნების მიზეზი. თუმცა, მას უცნობ ქალბატონებთან ურთიერთობა უფრო იზიდავს, ვიდრე საყვარელი ადამიანის ღალატი.
თევზები
თევზებს ნამდვილი და ძლიერი სიყვარული შეუძლიათ, თუმცა არც ფლირტზე ამბობენ უარს. მართალია, ისინი ყოველთვის მზად არიან დაუფიქრებლად ”გასცურონ” იქით, საითაც მომხიბვლელ ქალბატონს დაინახავენ, მაგრამ ოჯახის დატოვებაზე არასდროს ფიქრობენ.
ვერძი
ვერძს საკმაოდ ცვალებადი ხასიათი აქვს. ღრმა დეკოლტე, მოკლე კაბა და მაღალი ქუსლები – უკვე საკმარისია მის ”დასაპყრობად”. ვერძი საკმაოდ აზარტულია და ყველაზე ძლიერი გრძნობებიც არ უშლის ეძებოს და გააბას ახალი ინტრიგები.
კურო
რა თქმა უნდა, კურო არცერთ ლამაზ ქალბატონს არ ტოვებს უყურადღებოდ, მაგრამ ის ნამდვილად არ მიეკუთვნება იმ მამაკაცთა რიცხვს, ვინც მსუბუქი ფლირტის ან თავქარიანი ურთიერთობების გულისთვის საყვარელ ქალბატონს უღალატებს.
ტყუპები
ტყუპები ყველაზე კომუნიკაბელური ზოდიაქოს ნიშანია, მათ ძალიან უყვართ ურთიერთობა, რაც ხშირად ხანმოკლე ფლირტით სრულდება. თუმცა, სექსი ტყუპებისთვის არასდროსაა პირველ ადგილზე, ამიტომ მათი ღალატის მიზეზი მხოლოდ ერთფეროვანი და მოსაბეზრებელი ურთიერთობა შეიძლება გახდეს.
კირჩხიბი
კირჩხიბისთვის მთავარი საყვარელ ქალთან ემოციონალური სიახლოვეა, ამიტომ იშვიათად ფიქრობს ღალატზე. მას ძალიან უყვარს შექება, კომპლიმენტები და მხოლოდ მაშინ იწყებს ახლი პარტნიორის ძებნას, როცა დაფასებას ვერ გრძნობს და ძველ პარტნიორში უცრუვდება იმედი.
ლომი
საკუთარ თავში უზომოდ შეყვარებული ლომი მხოლოდ ლამაზ და ძვირფას ნივთებს აფასებს, ამიტომ ქალბატონებშიც სილამაზეს ეძებს. ლომი ყოველთვის საუკეთესოს ირჩევს და თუ ერთხელ მიაგნო შესაფერის ქალბატონს, არასდროს იფიქრებს ღალატზე.
ქალწული
ქალწული ერთ-ერთი ყველაზე ერთგული ზოდიაქოს ნიშანია, მისი ცდუნება პრაქტიკულად შეუძლებელია და თუ მაინც გადადგა ამგვარი ნაბიჯი, ე.ი. მიზეზი ნამდვილად ჰქონდა. შეუქმენით ქალწულს მყუდრო გარემო, შეიყვარეთ მთელი გულით და ის არასდროს გიღალატებთ.
ქალი ზოდიაქოს ნიშნები:
სასწორი
მომხიბვლელ სასწორს რბილი ხასიათი აქვს. ის პლანეტა ვენერას მფარველობის ქვეშაა, ამიტომ მამაკაცებს საკუთარი დახვეწილი მანერებით და ქალურობით იზიდავს. მის გვერდით ყოველთვის უამრავი მამაკაცია, თუმცა საყვარელ მამაკაცს ძალიან იშვიათად ღალატობს.
მორიელი
მგრძნობიარე, ემოციონალურ, მიმზიდველ და გამოუცნობ მორიელს ძალიან კარგი ინტუიცია აქვს და ყოველთვის ინსტინქტურად გრძნობს სადაა მისი რჩეული. ბევრის აზრით, საკუთარი იმპულსური ტემპერამენტის წყალობით, მორიელი საკმაოდ სახიფათოა, თუმცა შეყვარებულ მორიელს ერთგულებაც შუძლია, მზრუვნელობაც და ყოველთვის მზადაა ნებისმიერ წამოწყებაში მხარი დაუჭიროს საყვარელ მამაკაცს.
მშვილდოსანი
ამ ნიშნით დაბადებულ ქალბატონს ძალიან უყვარს მამაკაცური გასართობები – სპორტი, ცეკვა და დიდი რაოდენობით ალკოჰოლის მირთმევა ღამის კლუბებში. თუმცა, თავისუფლება მისთვის მაინც ყველაზე მნიშვნელოვანია, რაც ბევრ მამაკაცს ძალიან არ მოსწონს. როგორც წესი, მშვილდოსანი მამაკაცს თვითონ ირჩევს და თუ ნამდვილ სიყვარულს მიაგნო, არასდროს იფიქრებს ღალატზე.
თხის რქა
თხის რქას, რომელიც დიდხანს ეძებს იდეალურ მამაკაცს, პარტნიორის მართვის და მისგან სასურველის მიღების თანდაყოლილი ნიჭი აქვს. ქორწინებაში ქალწული ყოველთვის ერთგული და მზრუნველი პარტნიორია.
მერწყული
მერწყული გამოცანაა ყველასთვის და ხშირად საკუთარი თავისთვისაც, ამიტომ მამაკაცებიც განსხვავებული მოსწონს. დამოუკიდებელ და კომუნიკაბელურ მერწყულს, კარგი იუმორის გრძნობა აქვს, რაც რა თქმა უნდა, ყოველთვის დიდ ინტერესს იწვევს მამაკაცებში. მერწყული იდეალისტია, შეუძლია რამდენჯერმე გათხოვდეს, თუმცა ქორწინებაში ყოველთვის ერთგულია.
თევზები
თევზები ყოველთვის ახერხებენ მამაკაცების მიზიდვას და როცა გარეგნობა არ უწყობთ ხელს, მაშინ შინაგანი სამყაროთი ხიბლავენ ძლიერი სქესის წარმოამდგენლებს. თევზები ყოველთვის ემოციებს მიჰყვებიან და არასდროს უსმენენ გონებას, ამიტომ ხშირად ცხოვრობენ ილუზიებით და პრობლემებსაც თვითონ იქმნიან.
ვერძი
რომანის გაბმა ვერძს ცნობისმოყვარეობის დასაკმაყოფილებლად ან ცხოვრებაში მრავალფეროვნების შესატანადაც შეუძლია, მსუბუქი ფლირტისგან კი, მათ ქორწინებაც კი ვერ იცავს. ვერძი არასდროს მალავს საკუთარ გრძნობებს და ყოველთვის თვითონ დგამს პირველ ნაბიჯს.
კურო
მომხიბვლელი, თუმცა კონსერვატული კურო, საკმაოდ ეჭვიანია, რომელიც მამაკაცს საკუთრებად აღიქვამს და არასდროს პატიობს ღალატს. კურო ყოველთვის ზედმეტად აიდეალებს ქორწინებას, ცდილობს იცხოვროს ყველა წესის დაცვით და არასდროს ფიქრობს ღალატზე.
ტყუპები
ტყუპებს ქალის გული და მამაკაცის გონება აქვს, ამიტომ ყოველთვის მარტივად ამყარებენ ურთიერთობას მამაკაცებთან. ქორწინებაში ისინი არა მარტო ერთგული პარტნიორები, არამედ მზრუნველი და მოსიყვარულე მეუღლეები არიან.
კირჩხიბი
კირჩხიბი ქორწინებისთვისაა დაბადებული და სხვებზე კარგად იცის, როგორ გაუძღვეს ოჯახს. ის ყოველთვის დიდხანს ირჩევს შესაფერის პარტნიორს და თუ საყვარელ მამაკაცს მიაგნო, არასდროს უღალატებს მას.
ლომი
ლომს ძალიან უყვარს მოდური წვეულებები, ფული და ყოველთვის ცდილობს მოიპოვოს მაღალი სოციალური სტატუსი. ის კარგად ანსხვავებს ერთმანეთისგან ქორწინებას, სიყვარულს და უბრალოდ სექსს, ამიტომ საყვარელ მამაკაცთან ყოველთვის პრაქტიკული ურთიერთობა აქვს, თვითონაც ერთგულია და არც მას პატიობს ღალატს.
ქალწული
მშვიდი, შრომისმოყვარე და მზრუნველი ქალწული ყოველთვის მზადაა მსხვერპლად შესწიროს საკუთთარი თავი ოჯახს. ბევრი მამაკაცისთვის, ქალწული იდეალური ცოლი და მიბაძვის საუკეთესო მაგალითია.