„აკუსტიკაში“ ეთნო ჯაზ ბენდ „ირიაოს“ ახალი სიმღერის პრემიერა შედგა.
დათო მალაზონიამ კომპოზიცია „დამწვრისა“ აკაკი წერეთლის ცნობილ ლექსზე შექმნა.
„ირიაოს“ წელს საიუბილეო წელიწადი აქვს.
უკვე 10 წელია, რაც ჯგუფი არსებობს. მალე კონცერტი იგეგმება, სადაც „ირიაო“ საზოგადოებას საინტერესო მუსიკალურ ნომრებს ჰპირდება.
„ირიაოს“ სოლისტები არიან: ბუბა მურღულია, გაგა აბაშიძე და მიშო ჯავახიშვილი.
ვიდეო: „ქართული ხმებისა“ და „ირიაოს“ „ჩონგურს სიმები გავუბი“