Engadget-მა საუკეთესო Android-სმარტფონების სია შეადგინა, რომელთა შეძენაც 2023 წელს არის რეკომენდებული.
საუკეთესო Android-სმარტფონად Google Pixel 7 Pro აღიარეს. საუკეთესო საშუალო დონის სმარტფონების კატეგორიაში OnePlus 11-მა გაიმარჯვა. საუკეთესო საბიუჯეტო სმარტფონად Google Pixel 6a დასახელდა.
საუკეთესო პრემიუმ-სმარტფონად Samsung Galaxy S23 Ultra აღიარეს. Samsung Galaxy Z Fold4 კი საუკეთესო დასაკეც სმარტფონად, რომელიც სმარტფონსა და პლანშეტს აერთიანებს.