IRI-ის კვლევის შედეგების მიხედვით, გამოკითხულთა უმეტესობას ყველაზე მეტად ჯარის საქმიანობა მოსწონს. შესაბამის რეიტინგში ჯარი 77%-ით ლიდერობს, რომლის საქმიანობასაც დადებითად სწორედ გამოკითხულთა აღნიშნული პროცენტული მაჩვენებელი აფასებს.
რეიტინგში მეორე ადგილი უკავია საქართველოს საპატრიარქოს, რომელიც გამოკითხულთა 72%-ს მოსწონს, მესამე პოზიციაზეა ქართული პოლიცია 63%-ით.
შემდეგ 62%-ით მოდის მედია, 57%-ით ადგილობრივი ხელისუფლება.
IRI: მოსახლეობის ნახევარზე მეტი მიიჩნევს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება
კითხვაზე, ზოგადად, იტყვით, რომ ჩვენი ქვეყანა სწორი მიმართულებით მიდის თუ არასწორი მიმართულებით? – მოსახლეობის 62% მიიჩნევს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება, მხოლოდ 30% ფიქრობს, რომ შერჩეული გზა სწორია.
- 48 %-ს განათლების სამინისტროს საქმიანობა მოსწონს
- 43 %-ი დადებითად ცენტრალური საარჩევნო კომისიის საქმიანობას აფასებს
- 41 % – პრემიერ-მინისტრის ოფისს
- 39 % – პრეზიდენტის ადმინისტრაციას
- 39 % – სასამართლოებს
- 36% – ეროვნულ ბანკს
- 36% – პარლამენტს
- 36% – პროკურატურას
- 32 % კი – პოლიტიკურ პარტიებს.
ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის დოქტორი რასა ალიშაუსკინეს მიერ ჩატარდა. კვლევის საველე სამუშაოები IPM-ის მიერ შესრულდა. მონაცემები შეგროვდა პირისპირ ინტერვიუს გზით.
შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1500 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, სქესის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 %, გამოპასუხების მაჩვენებელი – 63%.
კვლევის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მეშვეობით.
IRI-ის კვლევა: შაბათს რომ არჩევნები ტარდებოდეს, „ქართული ოცნება“ 19%, ენმ 14%, გახარიას პარტია 3%