საერთაშორისო რესპუბლიკის ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები ხვალ რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.
მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა – „საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით)“ / „თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? თუ მისცემდით“
მოქალაქეების პირველი არჩევანი ასე გადანაწილდა:
- ქართული ოცნება – 19%
- ენმ – 14%
- გახარიას პარტია – 3%
- „გირჩი-მეტი თავისუფლება“ – 3%
- „ლეიბორისტული პარტია“ – 2%
- „ლელო“ – 2%
- „გირჩი“ – 2%
- „სტრატეგია აღმაშენებელი“ – 2%
- ანა დოლიძის პარტია – 2%
- „მოქალაქეები“ – 2%
- „ალტ-ინფო“ – 1%
- „დროა“ – 1%
- ევროპული საქართველო – 1%
- პატრიოტთა ალიანსი – <1%
- ხალხის ძალა – <1%
- გაფუჭებული ბიულეტენი – 11%
- არ მივცემდი ხმას – 5%
- არ ვიცი – 20%
- უარი თქვა პასუხის გაცემაზე – 7%
IRI-ის ინფორმაციით, კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა IPM-ის მიერ.
კვლევა ჩატარებულია საქართველოში 4-დან 23 მარტის ჩათვლით.
მონაცემები შეგროვდა პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1 500 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, სქესის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი +/- 2.5 %-ია, ხოლო გამოპასუხების მაჩვენებელი – 74%.