LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

”ტოიოტას” პირველი საბავშვო ტრაილერი ინტერაქტიული ინტერიერით

196

ტოკიოს სათამაშოების გამოფენისთვის, Toyota-მ  კონცეპტუალური ტრაილერი Camatte Capsule წარმოადგინა, რომელიც ინტერაქტიული სისტემითაა აღჭურვილი და ბავშვებს მათთვის სასურველი ოთახის დამოუკიდებლად შექმნის საშუალებას აძლევს.

ტრაილერის გაბარიტულმა სიგრძემ 3 785 მილიმეტრი შეადგინა, განი 1 500 მილიმეტრია, სიმაღლე კი – 1 845 მილიმეტრი. კონცეპტუალური ტრეილერის სამ შიდა კედელზე უზარმაზარი დისპლეია მოთავსებული, სადაც თავისუფლედ შეიძლება ინტერიერის ელემენტებით დატვირთული გამოსახულების გამოტანა.

პლანშეტური კომპიუტერის და სპეციალური მობილური დამატების გამოყენებით, ბავშვებს თავად შეუძლიათ აირჩიონ ექვსიდან ერთი ფერი შიდა სივრცისთვის და 24 სხვადასხვა ნივთი (ავეჯი, მუსიკალური ინსტრუმენტები, სპორტული ინვენტარი და სხვა) ყოველდღიური ცხოვრებისთვის. ინტერიერის მოწყობის შემდეგ კი, საკუთარი არჩევანი მშობლებთან ერთად განიხილონ.  

ტრაილერი ”ტოიოტას” პირველი პროექტია, რომელიც მათ სპეციალურად ბავშვებისთვის შეიმუშავეს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები