არ ვიცი, ბიძინა ივანიშვილი მეტი როგორ უნდა დაასანქცირონ. ორი მილიარდი დოლარი აქვთ გაჩერებული ბანკში, – აღნიშნულის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
„არ ვიცი, ბიძინა ივანიშვილი მეტი როგორ უნდა დაასანქცირონ. ორი მილიარდი დოლარი აქვთ გაჩერებული ბანკში და ეს არის დე ფაქტო, არაფორმალური სანქცია, რომელიც უკვე წელიწადზე მეტია, მას შემდეგ, რაც ომი დაიწყო, გამოყენებულია ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ. ამაზე მკაცრი სანქცია, ალბათ არც გაგიგიათ მიმდინარე პერიოდში.
კონკრეტულ ადამიანებს დაადეს სხვადასხვა სანქცია. ყოველთვის, თითოეული ადამიანის სანქცირებას რაღაც განმარტება მოჰყვებოდა ხოლმე. ბიძინა ივანიშვილი დე ფაქტო, არაფორმალური სანქციით დასანქცირებულია ისე, რომ არანაირი განმარტება მის დასანქცირებას არ მოჰყოლია. ამიტომ უფრო მეტ სანქციას ვერაფერს დაადებენ, რაც უკვე პრაქტიკაში გააკეთეს და არა სამომავლო პერსპექტივაში”, – აცხადებს მდინარაძე.