LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: რა პროფესიისაა თიკა ფაცაცია და ყველაზე სახალისო სიტუაცია, რომელშიც არჩილ სოლოღაშვილი პირდაპირი ეთერის დროს აღმოჩენილა – ცნობილი წამყვანები კადრს მიღმა ერთმანეთის შესახებ

544
fot (2)

გადაცემის „დილა მშვიდობისა საქართველო“ წამყვანებმა, თიკა ფაცაციამ და არჩილ სოლოღაშვილმა ბლიც კითხვებს უპასუხეს და კადრს მიღმა როგორც საკუთარი თავის, ასევე ერთმანეთის შესახებ ისაუბრეს.

თიკა ფაცაცია: 

როცა აჩიკოს სახელი მესმის, არ ვიცი, ყველაფერი კარგი მახსენდება. სიმშვიდე, მყუდროება, კარგი განწყობა, თანამოაზრე, თანამოკავშირე, თანამესიტყვე.. ერთი დიდი მთლიანობა..

ბავშვობაში მინდოდა ბუღალტერი ვყოფილიყავი.. გადავრჩით ყველანი, მეც და ალბათ, ჩემი პოტენციური დამქირავებლებიც, რადგან სადაც არ არის დიდი სიამოვნება და სიყვარული, იმ საქმეს ვერ ვაკეთებ და რატომ გადავწყვიტე ბავშვობაში არ ვიცი.. არც ის ვიქნებოდი, რისი დიპლომიც მაქვს – დიპლომატის ისტორიის კურსდამთავრებული გახლავართ, მაგრამ რომელ წელს რა კავშირები შედგა ქვეყნებს შორის ესენი აღარ მახსოვს.

 

 

? თიკა ფაცაცია და აჩიკო სოლოღაშვილი ერთმანეთის შესახებ – დილოა ბლიცი

?? რა პროფესიისაა დიპლომის მიხედვით თიკა ფაცაცია და რა იყო ყველაზე სახალისო სიტუაცია, რომელშიც აჩიკო სოლოღაშვილი ეთერის დროს აღმოჩენილა? – დილის ბლიცი – ჩვენი წამყავნები კადრს მიღმა ერთმანეთის შესახებ

Posted by დილა მშვიდობისა საქართველო on Wednesday, 3 May 2023

 

 

არჩილ სოლოღაშვილი:

როცა მესმის თიკას სახელი, გიჟივით მეღიმება, რადგან ყველაფერ კარგთან ასოცირდება ჩემი თინა..

ვინ ვიქნებოდი, რომ არა ტელეწამყვანი და მსახიობი? მიფიქრია იმაზე, რომ ადვოკატი ვყოფილიყავი. ასევე, თუ ვერ ჩავაბარებდი თეატრალურში, სასულიეროში ვაპირებდი ჩაბარებას.. წარმოშობით ძეგვიდან ვარ და მოხდა ისე, რომ ამინდის პროგნოზის წაყვანის დროს, ჩემთვის სრულიად მოულოდნელად, ვკითხულობ ქუთაისი, თერჯოლა და უცბად ძეგვი [დაეწერა].. ძეგვითქო და ლამის  გადმოვხტი სკამიდან..

ვიდეო: თიკა ფაცაციამ და არჩილ სოლოღაშვილმა „ბათუმობის“ დღესასწაულზე იმღერეს – ცნობილი წამყვანების უსაყვარლესი შესრულება

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g