LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩეხები სამსახურში ისევ ველოსიპედით ივლიან, მაისი ავტომობილზე უარის თქმის თვე გახდება

122
Capture

ჩეხეთის მაცხოვრებელს ისევ შესთავაზეს, რომ მთელი თვის განმავლობაში სამსახურში ავტომობილის ნაცვლად ველოსიპედით იარონ. გასულ წელს ამ აქციაში მონაწილეობა მთელი ქვეყნის მასშტაბით 25 ათასმა ადამიანმა მიიღო, წერს Expats.

საინტერესო ინიციატივით ხელისუფლებას სურს, რომ ადგილობრივებს სპორტი შეაყვაროს, ასევე ავტომობილზე უარი ათქმევინოს და უფრო ეკოლოგიურ ალტერნატივებზე გააკეთებინოს არჩევანი.

აქციის მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ, რომ სპეციალური უფასო საუზმეები და ლანჩები მიიღონ, პირადად გაესაუბრონ ტრანსპორტის მინისტრს, რომელიც ასევე ველოსიპედზეა გადასული.

აქცია „ველოსიპედით სამსახურში“ ჩეხეთში უკვე მეცამეტედ ტარდება.

შეგახსენებთ, რომ ამ წლის დასაწყისში ჩეხებს მთელი თვის განმავლობაში ალკოჰოლზე უარის თქმაც შესთავაზეს. შედეგად მონაწილეთა ნახევარზე მეტმა დააზუსტა, რომ სპირტიანი სასმლის მიღება შემდეგ თვეებშიც საგრძნობლად შეამცირა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები