ყაზახური ავიაკომპანია Skybus ბათუმი-თბილისი-ბათუმის მიმართულებით შიდა ავიარეისებს ზაფხულის სეზონზე, 24 ივნისიდან 27 სექტემბრის ჩათვლით განახორციელებს. ფრენები ყოველ ორშაბათს, ოთხშაბათს და პარასკევს CRJ100 ტიპის საჰაერო ხომალდებით შესრულდება.
აღსანიშნავია, რომ 2 ივნისიდან, ყაზახურმა ავიაკომპანია SkyBus ყოველდღიური ჩარტერული რეისების შესრულება, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიდან, ყაზახეთის რვა ქალაქის მიმართულებით დაიწყო.
ყაზახური SkyBus 2008 წელს დაფუძნდა. ამჟამად ავიაკომპანია ჩარტერულ რეისებს დსთ-ს და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების მიმართულებით ასრულებს.