„ვინ ვინ არის“ მეორე ტურში ჟიურის წევრები რობოტს გამოემშვიდობნენ. მათ ვერ გამოარკვიეს, თუ ვინ იმალებოდა ამ კოსტიუმის უკან და ვინ შეასრულა არაჩვეულებრივად ქართული სიმღერა.
როდესაც ნიღბის მოხსნის დრო დადგა, ჟიურიც და მაყურებელიც გაკვირვებული დარჩა, ვინაიდან რობოტის უკან არც მეტი, არც ნაკლები, ცნობილი დიზაინერი ავთანდილი იმალებოდა. მან აღნიშნა, რომ კიდევ სიამოვნებით გააგრძელებდა შოუში მონაწილეობას და გული დაწყდა, რომ „ვინ ვინ არის“ ასე მალე დატოვა, რადგან საინტერესო ნომრები ჰქონდა მოფიქრებული.
✨ და ისიც! ვინ ვინ არის II ეპიზოდის მთავარი გმირი! რობოტის ნიღაბს ამოფარებული, მოდის უნიჭიერესი დიზაინერი და გარდასახვის ოსტატი, ავთანდილ ცქვიტინიძე!
Posted by TV Imedi on Monday, May 8, 2023
ვიდეო: „ხმელმა წიფელმა“ „ნატვრის ხე“ შეასრულა და ჟიურის წევრები დააბნია: „ბრავო!..“