მუსიკალურ სტრიმინგს, Spotify-ის ყოველთვიურად რეკორდული რაოდენობის მომხმარებელი ჰყავს. მონაცემების მიხედვით, მას 500 მილიონზე მეტი აქტიური მომხმარებელი იყენებს. კომპანიაში აცხადებენ, რომ აღნიშნული ზრდა კომპანიის ახალ ბაზრებზე გასვლის შედეგია.
მიმდინარე წლის პირველ კვარტალში Spotify-ის აქტიური მომხმარებლების რაოდენობა თვის ჭრილში 515 მილიონამდე გაიზარდა. წლის მეორე კვარტალისთვის კი აქტიური მომხმარებლების რაოდენობის 530 მილიონამდე გაზრდას ვარაუდობენ.
კომპანიამ გასულ წელს განაცხადა, რომ 2030 წლისთვის მას სურს მსოფლიოს მასშტაბით 1 მილიარდ მომხმარებელს მიაღწიოს.
Spotify-ს სამასი ათასი აუდიოწიგნისგან შემდგარი ბიბლიოთეკა დაემატა