Spotify-ს აუდიოწიგნების მოსმენის ფუნქციონალი დაემატა, ამ ეტაპზე ის ხელმისაწვდომი მხოლოდ ამერიკელი მომხმარებლებისთვის იქნება. საწყის ეტაპზე Spotify-ის აუდიო ბიბლიოთეკაში სამასი ათასზე მეტი აუდიოწიგნი იქნება წარმოდგენილი.
აღსანიშნავია, რომ საქმეში ალგორითმი ჩაერთვება, რომელიც რეკომენდაციებს მსმენელის ინტერესებს მოარგებს. ამასთანავე, აუდიოწიგნები საძიებო ველშიც გამოჩნდება – ისე როგორც ეს არტისტების, ალბომების, სიმღერებისა და პოდკასტების შემთხვევაში ხდება.