29 წლის სუპერმოდელმა, ბელა ჰადიდიმ, რომელიც 2012 წლიდან „ლაიმის დაავადებას“ ებრძვის, სოციალურ ქსელში დაავადების მორიგ გამწვავებაზე ემოციურად ისაუბრა.
„ხანდახან დღეს ტირილით ვიწყებ“ – ბელა ჰადიდი საკუთარ დაბადების დღეზე საოცრად ემოციურ პოსტს ავრცელებს
„ინსატგრამ სთორიში“ მოდელმა აღიარა, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ მნიშვნელოვნად გაუუარესდა.
„ვერაფერს ვუხერხებ ამ გამწვავებას. 11 საათი მეძინა… ისევ. ყოველდღე დღისითაც მძინავს. ყველა ექიმის ყველა რეკომენდაცია შევასრულე, მაგრამ მაინც არაფერი მშველის.
დიახ, წყალს ვსვამ. და არა, სასეირნოდ არ გავსულვარ, რადგან სამზარეულოდანაც კი ვერ გამოვედი. მგონია, რომ ტვინში არც ერთი მოქმედი უჯრედი აღარ დამრჩა, ხოლო დარჩენილი ორი ერთმანეთს ებრძვის. შხაპი მივიღე და გონება არ დამიკარგავს… დღეს ეს ჩემთვის უდიდესი მიღწევა იყო“, – დაწერა ჰადიდმა.
შეგახსენებთ, ბელა ჰადიდი უკვე 14 წელია „ლაიმის დაავადებასთან“ ერთად ცხოვრობს. იგივე დიაგნოზი დაუსვეს მის დედას, იოლანდა ჰადიდის და მის ძმასაც. დაავადების პერიოდული გამწვავების გამო მოდელს არაერთხელ მოუწია კარიერაში პაუზის აღება.
ცნობისთვის, ლაიმის დაავადება ბაქტერიული ინფექციაა, რომელიც ინფიცირებული ტკიპის ნაკბენით ვრცელდება. დაავადებამ შესაძლოა დააზიანოს სახსრები, კანი, ნერვული და გულ-სისხლძარღვთა სისტემა. ზოგიერთ შემთხვევაში ის ქრონიკულ ფორმას იღებს და პერიოდული რეციდივებით მიმდინარეობს.
ბელა ჰადიდის ჯანმრთელობის მდგომარეობა გართულდა – 28 წლის მოდელი კლინიკიდან უმძიმეს კადრებს ავრცელებს
