გასულ თვეს 29 წლის სუპერმოდელმა, ბელა ჰადიდიმ, რომელიც 2012 წლიდან „ლაიმის დაავადებას“ ებრძვის, სოციალურ ქსელში დაავადების მორიგ გამწვავებაზე ემოციურად ისაუბრა. მისმა ფოტოებმა მედია სივრცე მოიწვა.
სულ ცოტა ხნის წინ ჰადიდმა OREBELLA-ს ბრენდის სარეკლამო კამპანიაში მიიღო მონაწილეობა და შთამბეჭდავი კადრები გააზიარა, სადაც ის შეუდარებლად გამოიყურება.
შეგახსენებთ, ბელა ჰადიდი უკვე 14 წელია „ლაიმის დაავადებასთან“ ერთად ცხოვრობს. იგივე დიაგნოზი დაუსვეს მის დედას, იოლანდა ჰადიდის და მის ძმასაც. დაავადების პერიოდული გამწვავების გამო მოდელს არაერთხელ მოუწია კარიერაში პაუზის აღება.
„ხანდახან დღეს ტირილით ვიწყებ“ – ბელა ჰადიდი საკუთარ დაბადების დღეზე საოცრად ემოციურ პოსტს ავრცელებს
