LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბრიტანელი მილიარდელის პერსონალური Land Rover Defender–ი

88

ბრიტანელი მილიარდერი, ნავთობპროდუქტების კორპორაციის INEOS-ის მფლობელი ჯიმ რეტკლიფი, Land Rover Defender-ის ჯიპის საავტორო ვერსიის აგებას გეგმავს. ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა – The Sunday Times წერს.

გამოცემის ინფორმაციით რეტკლიფმა უკვე გამართა მოლაპარაკებები იაგუარის ხელმძღვანელობასთან ახალ Land Rover Defender-თან დაკავშირებით.

არაა გამორიცხული, რომ ბიზნესმენმა ინტელექტუალური საკუთრების ყიდვა მოინდომოს და უფრო მეტიც, უფლება მოიპოვოს კომპანიის ამ ხაზის ბოლომდე განკარგვის.

ასევე მოსალოდნელია ჯიპის წარმოების ხაზის გაფართოება დიდი ბრიტანეთის მასშტაბით.

აღნიშნულ ეჭვს კომპანიის მიერ კონკრეტული ხაზის მილიარდელისთვის გადაცემასთან დაკავშირებით ამყარებს ის ფაქტიც, რომ ავტომწაროებელმა უკვე შეწყვიტა Defender-ის გამოშვება ჯერ კიდევ 2016 წლის იანვარში.

Land Rover Defender-ის შემდეგ თაობა გამოჩნდება 2018 წლის ბოლოს ან 2019 წლის პირველ კვარტალში. ჯიპი აგებული იქნება მთლიანად ალუმინის პლათფორმაზე და აღჭურვილი იქნება 2 ლიტრიანი 4 ცილინდრიანი, ატმოსფერული აგრეგატით.

ძალიან მალე, ახალი Defender-ის თაობის აწყობა სლოვაკეთში, JLR-ის ქარხანაში დაიწყება, რაშიც ბრიტანელები 1.5 მილიარდ დოლარს გადაიხდიან.