LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირაკლი კობახიძე: გავრილოვთან ღვინით დგომა, ეს არის ელემენტარული ადათ-წესების ამბავი

184
კობახიძე და გავრილოვი

„გავრილოვი რატომღაც არის კონკრეტული სამი ტელევიზიის ფავორიტი რესპონდენტი. რაც შეეხება ღვინით დგომას, ეს არის ელემენტარული ადათ-წესების ამბავი“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, აპირებს თუ არა ისევ 2019 წლის მსგავსად, რუსეთის დუმის დეპუტატ, სერგეი გავრილოვს დახვდეს.

როგორც კობახიძემ მთავარი არხის ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვაზე საპასუხოდ თქვა, რომ ღვინის ჭიქით ხელში გავრილოვის გვერდი დგომა „ადათ-წესების ამბავი“ იყო.

„გავრილოვი რატომღაც არის კონკრეტული სამი ტელევიზიის ფავორიტი რესპონდენტი. რაც შეეხება ღვინით დგომას, ეს არის ელემენტარული ადათ-წესების ამბავი ყველაფერს რომ თავი დავანებოთ…

„დადებითი გადაწყვეტილება, დიდი ხანი ველოდით - პირადად მე ვაპირებ ჩამოსვლას“ - სერგეი გავრილოვი რუსეთთან სავიზო რეჟიმის გაუქმებაზე

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, დუმის კომუნისტი დეპუტატი, სერგეი გავრილოვი კმაყოფილია.

მაგრამ, რაც შეეხება იმას, რომ გავრილოვი არის თქვენი ტელევიზიების ფავორიტი რესპონდენტი, ეს ძალიან ბევრ რამეზე მეტყველებს.“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

შეგახსენებთ, რომ 2019 წლის ივნისში საქართველოს პარლამენტში იმართებოდა მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომა, რომლის თავმჯდომარეც დუმის დეპუტატი, სერგეი გავრილოვი იყო.

„ქართული რესტორნები მოსკოვში დღეს სავსე იქნება“, „მაგარი ამბავია“ – სიმონიანი და კანდელაკი სავიზო რეჟიმის გაუქმებაზე

19 ივნისს მან პარლამენტის თავმჯდომარის სკამი დაიკავა, რასაც ათასობით ადამიანის პროტესტი მოჰყვა. ხელისუფლებამ 20 ივნისს აქცია ძალის გამოყენებით დაშალა.

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ამ მოვლენების შემდეგ საქართველოსთან ავიამიმოსვლა აკრძალვა.

ცნობისთვის, რუსეთის დუმის დეპუტატმა, სერგეი გავრილოვმა გუშინ, „მთავარ არხთან“ საუბრისას, განაცხადა, რომ საქართველოში ჩამოსვლას ისევ გეგმავს და რომ სავიზო რეჟიმის გაუქმებით კმაყოფილია.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g